სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ტურიზმის პერსპექტიული მიმართულებები  გურიაში

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაიგებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება გურიის რეგიონისთვის, რა პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია რეგიონის ეკონომიკაზე და ამისთვის რა პოტენციალი და პერსპექტივები გაგვაჩნია გურიაში.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები დაინახავენ რომ ტურიზმის განვითარება მოახდენს ადგილობრივი საბაზრო ინფრასტრუქტურის: ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა საბაზრო სისტემების სტიმულირებას რეგიონის დონეზე.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები მეტს გაიგებენ ტურიზმის სხვადასხვა სახეობების შესახებ, გაარკვევენ თუ რომელი სახეობა უფრო პერსპექტიულია გურიის რეგიონისთვის.

მონაწილეთა ასაკი:15-16

ვადები/ხანგრძლივობა:10 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ნახავენ სხვადასხვა ღირშესანიშნავ ადგილებს, გადაიღებენ სურათებს, ვიდეო რგოლებს. შექმნიან ალბომებს, განსაზღვრავენ ამ ადგილებისათვის ტურიზმის მიმართულებებს.

პროექტისათვის საჭირო ძირითად რესურსები: კომპიუტერი, ინტერენეტი, ციფრული ფოტოაპარატი, ავტობუსი, ეკონომიკის სახელმძღვანელო.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1 მოსწავლეებს  ვუტარებ მინილექციას თემაზე „ტურიზმის სახეები და ძირითადი მიმართულებები“

აქტივობა 2 მოსწავლეებს ვავალებ მოიძიონ ინტერნეტით ინფორმაცია გურიის რეგიონის შესახებ.

აქტივობა 3 მოსწავლეები თემატურად ალაგებენ მოძიებულ ინფორმაციას, ტურიზმის მიმართულებების მიხედვით.

აქტივობა 4-5-6: გადიან სხვადასხვა, იღებენ სურათებს, მსჯელობენ ამ ადგილებში ტურიზმის განვითარებაზე.

აქტივობა 7 მოპოვებულ მასალას აჯგუფებენ თემატურად. აკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას: 



აქტივობა 8 მოსწავლეები ადგენენ ტურიზმის, რომელი მიმართულებას სად აქვს განვითარების პერსპექტივები.

1) გამაჯანსაღებელი ტურიზმი: ბახმარო, ნაბეღლავი, გომის მთა, ვაკიჯვარი, ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი, ნასაკირალი.

2) რელიგიური ტურიზმი: შემოქმედი, ჯუმათი, აჭი, ჯიხეთი, უდაბნო, ერკეთი.

3) სამონადირეო ტურიზმი: გომი, ვაკიჯვარი, მთისპირი და ა.შ.

4) აგროტურიზმი: გურიის ნებისმიერი მთიანი, თუ ნაკლებად მთიანი სოფელი.

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია

პროექტის ხელმძღვანელი: მაია თალაკვაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: maiatalakvadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: maiatalakvadze.blogspot.com.


No comments:

Post a Comment