Tuesday, March 15, 2016

ტრენინგის მე-9

დღევანდელი დღე  ალბათ სასიხარულოც იყო და გულდასაწყვეტიც, ჩვენმა ყველასათვის საყვარელმა ხათუნამ არაფერი დაიშურა იმისთვის, , რომ რაც შეიძლება ბევრი და კიდევ ბევრი  ცოდნა მიგვეღო ინტელის ტრერინგიდან.დღეს ვისწავლეთ მასალების დამატება ბლოგზე, გამოქვეყნებული მასალის წაშლა, ჩასწორება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ხათუნა მასწავლებელს.

Tuesday, March 8, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

დღე გამოდგა  საინტერესო. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების ხერხები და მეთოდები. ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების დროს. განვიხილეთ შეფასებისა და თვითშეფასების ნიმუშები. დავიწყეთ მზადება ფასილიტაციისათვის. მადლობა ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ ხათუნას.

Thursday, March 3, 2016

პროექტის მეექვსე დღე

დღე საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაცია, . განვიხილეთ შეფასების გეგმების დახვეწისა და შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები. გავაკეთეთ რეფლექსია.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ ბროშურა

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია


Tuesday, March 1, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დავასრულე სასწავლო პროექტის პორტფოლიო, რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე.
ვისაუბრეთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და საავტორო უფლებების დაცვაზე.

ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე, მოვამზადე პრეზენტაცია და ბროსურა  ვფიქრობ ბუკლეტის გაკეთებაზეც.